ასოციაციაში “ღირსეული სიბერე” ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი “ხანდაზმულთა რესურს ცენტრი”, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასაკოვანთა თვითდასაქმების საგრანტო პროგრამა. პროგრამის მიზანია საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმაროს ასაკოვან ბენეფიციარებს. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები “მცირე ბიზნესის ფორმირება და მართვა”, რომელიც გაიარა 50 ბენეფიციარმა, 30-მა მათგანმა წამოიწყო საკუთარი ბიზნესი და დაფინანსდა მცირე გრანტებით. პროექტში მონაწილეობენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები (47 წლიდან 78 წლამდე).ასოციაციაში “ღირსეული სიბერე” ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი “ხანდაზმულთა რესურს ცენტრი”, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასაკოვანთა თვითდასაქმების საგრანტო პროგრამა. პროგრამის მიზანია საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმაროს ასაკოვან ბენეფიციარებს. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები “მცირე ბიზნესის ფორმირება და მართვა”, რომელიც გაიარა 50 ბენეფიციარმა, 30-მა მათგანმა წამოიწყო საკუთარი ბიზნესი და დაფინანსდა მცირე გრანტებით. პროექტში მონაწილეობენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები (47 წლიდან 78 წლამდე).