http://www.awa.org.ge

7 აპრილს, ასოციაციაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელი გზავნილი ამ დღესთან დაკავშირებით დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ჩატარდა საინფორმაციო სემინარი ,,დიაბეტი და მისი პროფილაქტიკა“ , რომელიც ენდოკრინოლოგმა ნინო მიქელაძემ ჩაატარა. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს სისხლში შაქრის შემცვლელობა განესაზღვრათ, ხოლო შაქრიანი დიაბეტის მქონე ბენეფიციარებს გლუკომეტრები დაურიგდათ.
აქტივობა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ - ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა!

 

უკან