ასოციაციის ბენეფიციარებმა, მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ქობულეთის შესასვლელში ათეულობით ძირი ფიჭვი დარგეს. ნერგები აქციის მონაწილეებს გამწვანების სამსახურის უფროსმა არჩილ დუმბაძემ მიაწოდა. ახლადდარგული ხეების მოვლა-პატრონობა ასოციაციამ საკუთარ თავზე აიღო.
