http://www.awa.org.ge

                                                       

შეხვედრა დეპუტატთან
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი, ქობულეთში, ასოციაცია ღირსეული სიბერის ოფისში, პროექტ ” ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის” (დონორი ევროკავშირი) ქობულეთელ ხანდაზმულებს შეხვდა. ანზორ თხილაიშვილმა ისაუბრა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვლილი 10 თვის მანძილზე განხორციელებული პროგრამებისა და მოსახლეობისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებების შესახებ. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დეპუტატი ხანდაზმულთა პრობლემებს გაეცნო და მათ პრობლემურ სიტუაციებში გარკვევას და დახმარებას დაპირდა
საქველმოქმედო კვირეულის დასკვნითი დღე
საქველმოქმედო კვირეული, რომელიც ხანდაზმულთა ასოციაციაში 19 დან 27 აგვისტომდე მიმდინაროებდა დასრულდა. ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში ბენეფიციარები, მოხალისეები და ცენტრის თანამშრომლები შეიკრიბნენ. ასოციაციამ ხანდაზმულებს მარიამობის დღესასწაული მოულოცა, მოხალისეებმა ბენეფიციარებს შემოწირულობებით შეძენილი პროდუქტების ნაკრები გადასცეს. ყველაზე აქტიურ მოხალისეებს გადაეცათ მადლობის სიგელები. ასოციაცია განსაკუთრებით დიდ მადლობას უხდის ქობულეთის მე 6 საჯარო სკოლას (დირექტორი ნატო შამილიშვილი ) მოხალისეობრის საქმიანობაში აქტიური მხარდაჭერისათვის.
სემინარი ,,გენდერი, სტერეოტიპები და თანასწორობა“
25-26 ივლისს, ქობულეთში, ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ოფისში ჩატარდა სემინარი „გენდერი, სტერეოტიპები და თანასწორობა“. სემინარი მიზნად ისახავდა ქობულეთში მცხოვრებ, სხვადასხვა პროფესიის მქონე ლიდერ ქალთა ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე, ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქვეყანაში არსებულ დაცვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის მექანიზმებზე. სემინარი მიეძღვნა ნარინჯისფერ დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ყოველი თვის 25 რიცხვში აღინიშნება გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის ფარგლებში. აქციის ერთ-ერთი სლოგანის მიხედვით - ჩაიცვი ნარინჯისფერი და უთხარი არა ძალადობას ქალთა და გოგონათა მიმართ - სემინარის მონაწილეებმა ნარინჯისფერი ლენტი დაიბნიეს.