http://www.awa.org.ge

ხანდაზმულთა რესურს ცენტრის თანამშრომლები (იურისტი, სოციალური მუშაკი, ჟურნალისტი ) კარდაკარ დადიან და ახორციელებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების შესწავლას. არიგებენ საინფორმაციო მასალას, სთავაზობენ მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. ქალთა და მოხუცთა მიმართ ძალადობის ეჭვის შემთხვევაში ოჯახის კონტროლზე აყვანას, თვითდასაქმების ხელშეწყობისათვის ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობას. 
გასულ კვირას ადვოკატირების ჯგუფმა მორიგი ასეთი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის მიზანი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ციხისძირსა, ჩაქვში და ბუკნარში მცხოვრები ბენეფიციარების სოციალური პრობლემების შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება.
მონიტორინგის მიხედვით მოზადდება მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეული საჯარო სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები და ბენეფიციარები, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ერთად ამ პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ.

უკან