ხანდაზმულთა რესურს ცენტრის თანამშრომლები პერიოდულად ახორციელებენ ბენეფიციართა პრობლემების ადგილზე შესწავლას, სთავაზობენ მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. მორიგი ასეთი მონიტორინგი საკუთრების უფლების დაცვის და მატერიალური ზარალის ანაზღაურების თემას შეეხებოდა, რომელიც იურისტმა მარიანა ჟღენტმა განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით მომზადდება მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეული საჯარო სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები და ბენეფიციარები, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ერთად ბენეფიციართა პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ