ხანდაზმულთა რესურს ცენტრის თანამშრომლები კარდაკარ დადიან და ახორციელებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების შესწავლას, შემდგომი ადვოკატირების მიზნით, არიგებენ საინფორმაციო მასალას, სთავაზობენ მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. ქალთა და მოხუცთა მიმართ ძალადობის ეჭვის შემთხვევაში ახორციელებენ ოჯახის კონტროლზე აყვანას.
ადვოკატირების ჯგუფმა: მარიანა ჟღენტმა, ნატა მიქელაძემ და ლაშა ჟღენტმა მორიგი ასეთი მონიტორინგი განახორციელეს და შეისწავლეს ფაია, დაუროვას, ბესირე ანანიძის, გალინა მაზალევსკაიას, ნელი პეტრენკო და მარინა კირიაკიდის პრობლემები.
მონიტორინგის მიხედვით მოზადდება მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეული საჯარო სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები და ბენეფიციარები, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ერთად ამ პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ.