ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ დასრულდა. რამდენად ნაყოფიერი იყო ეს ორი წელი, რომელიც ხანდაზმულთა ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ პროექტის განხორციელებას დაუთმო და რას ელიან ჩვენი ბენეფიციარები მომავლისგან, ამ კითხვაზე პასუხის სურვილმა ისინი ,,მრგვალ მაგიდასთან“ შეკრიბა. სურვილები მართლაც მრავალფეროვანია....
გვინდა ხანდაზმულები კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რომ ასოციაცია ცდილობს ყველა დაგეგმილი პროექტი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს მათ ინტერესებთან და ყველა შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებთ.