ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში (ქობულეთი, რუსთაველის 36) ხელნაკეთი სამკაულების დამზადების გაკვეთილები მიმდინარეობს. ასაკოვანი ქალბატონები (45 წლის ზემოთ) ბიჟუტერიის დამზადების ტექნიკას ეუფლებიან. გაკვეთილებს ცნობილი დიზაინერი მაია შათირიშვილი ატარებს. მსურველებით ჯგუფების დაკომპლექტების შემთხვევაში გაკვეთილები შემდეგაც გაგრძელდება. ასე რომ, გიწვევთ!
სამკაულების დამზადება ძალიან საინტერესო პროცესია, მასალა საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულის ტარება დიდ სიამოვნებას და თავდაჯერებულებას მატებს ქალბატონებს, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროც არის.
საქმიანობა ხორციელდება პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს