ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში ხელნაკეთი სამკაულების დამზადების გაკვეთილები მიმდინარეობს... ასაკოვანი ქალბატონები ბიჟუტერიის დამზადების ტექნიკას ეუფლებიან.
სამკაულების დამზადება ძალიან საინტერესო პროცესია, მასალა საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულის ტარება დიდ სიამოვნებას და თავდაჯერებულებას მატებს ქალბატონებს, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროც არის.
გაკვეთილებს ცნობილი დიზაინერი მაია შათირიშვილი ატარებს.
ასაკოვანო ქალბატონებო! (45 წლის ზემოთ) გიწვევთ სამკაულების დამზადების უფასო გაკვეთილებზე, მომავალ ჯგუფი ჯერ კიდევ არ არის შევსებული!
საქმიანობა ხორციელდება ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და ’’ღირსეული სიბერეს’’ ერთობლივი პროექტის - “დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.