ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ხანდაზმულთა ასოციაცია სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის სათბობი შეშით მომარაგებაზე ზრუნვას აგრძელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მერაბ ჯინჭარაძე და გამწვანების სამსახური ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. ამ დღეებში სათბობი შეშით მომარაგდა მარტოხელა მოხუცი გულიკო კაიკაციშვილი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ვალიდა გედევანიძის და ნათელა მარკოიძის ოჯახი.
