http://www.awa.org.ge

ექიმი მეან-გინეკოლოგი, 53 წელია ცხოვრობს ქობულეთში, 48 წელი იმუშავა ქობულეთის სამშობიარო სახლის ექიმ-მეან გინეკოლოგად, ასობით ახალი სიცოცხლის დაბადების მომსწრე და მახარობელია, „ძალიან მიყვარს ერთგულება, მეგობრობა, ქველმოქმედება, სიყვარულის სიყვარული“ ამბობს ქალბატონი გულსუნდა და ცდილობს კვლავაც დარჩეს სხვების უანგარო სამსახურში. უყვარს ახალგაზრდებთან მეგობრობა, ამბობს, რომ მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს და თავს თავადაც ახალგაზრდად გრძნობს. დღეგრძელობის საიდუმლოს ოპტიმიზმში, ფლორისა და ფაუნის სიყვარულში ხედავს. თავდავიწყებით უყვარს სამშობლო და ამაყობს თავისი ქართველობით.

უკან