ასოციაცია „ღირსეული სიბერე,“ 19 სექტემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივას შეუერთდა და პროექტ „დავასუფთაოთ საქართველო"-ს კამპანიაში ჩაერთო.
აქციას პირველები გამოეხმაურნენ ასოციაციის მოხალისეები, ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები და შავის ზღვის სანაპიროს მონაკვეთი დაასუფთავეს..
ასოციაცია ქობულეთელებს მოვუწოდებს, აუცილებლად ჩაერთონ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის სასარგებლო მარათონში.
კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ტარდება პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში.