http://www.awa.org.ge

ვაჟა-ფშაველას №2 ში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ხანდაზმულმა, ზოია ასლანოვამ ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრს“ დახმარების თხოვნით მომართა. საქმე იმაშია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ ასლანოვას ქალიშვილის მარინა შაინიძის ოჯახს, რომელიც სამი შვილის დედაა და სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, ერთადერთი თავშესაფარი, ერთოთახიანი ფიცრული ქოხი დაეწვა და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილას თავმოყრილ ხალხს შორის გამგეობის ხელმძღვანელი პირებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც დაზარალებულები დახმარებით ანუგეშეს, თუმცა როცა გამგეობას მიაკითხეს აღმოჩნდა რომ ქოხი აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული არ ყოფილა და დახმარების საკითხი კიდევ გასარკვევია. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინასტრაციის სამსახურის უფროსმა გელა გოგიტიძემ აგვიხსნა აღნიშნული ოჯახის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა სახის დახმარების გაწევაა შესაძლებელი დაზარალებული ოჯახისათვის. . იმედია პასუხი დროული და დადებითი იქნება!

უკან