http://www.awa.org.ge

6 მარტს, ხანდაზმულთა ასოციაციის ოფისში, სასწავლო ტრენინგ კურსის ,,მცირე ბიზნესის ფორმირება და მართვა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში მიმდინარეობდა და ასაკოვან ბენეფიციართა თვითდასაქმების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მასში მონაწილეობა 50 წლიდან 75 წლამდე ასაკის 21-მა ბენეფიციარმა მიიღო. ისინი გაეცნენ მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო იურიდიულ თუ ფინანსურ საკითხებს და მოამზადეს ბიზნესგეგმები. მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო 10 მათგანი მცირე გრანტებით დაფინანსდა. მცირე გრანტები გადაეცათ ნარგიზ ქათამაძეს, ვაჟა ათაბაძეს, ამირან ხახუტაიშვილს, ნინო კახიძეს, მზია მეტონიძეს, შუშანა ქათამაძეს, მაია საგინაძეს, ნოდარ გოგიტიძეს, მზია სურმანიძეს და როზა თავართქილაძეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ხელმძღვანელობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ თხილაიშვილის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, ბიზნესმენები. 
ტრენინგები ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ ,,ინტელექტის“ ტრენერებმა დათო არძენაძემ და მარი პაპუნიძემ ჩაატარეს. ტრენინგებში ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული ლექტორები ჯაბა გუნთაიშვილი - აგროსესხების ექსპერტი; ტომ ლადეკი – მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი საქართველოში; ზაზა მჟავანაძე - აგრობიზნესის წარმომადგენელი, თხილისა და ზეთისხილის ფერმერული მეურნეობის მფობელი; კარლო კეკელიძე- ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ფინანსისტ-ეკონომისტი; მანუჩარ ნიჟარაძე- ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის ქობულეთის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი .
ასაკოვან ადამიანთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ კვლავ გაგრძელდება.

უკან