http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ხანდაზმულთა კლუბში დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ხანდაზმულებს დედის დღე და გაზაფხული მიულოცეს ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ, ასოციაციის თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ და ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ახალგაზრდა მსახიობმა ენრი ვერულიძემ ჩვეული ოსტატობით წიკითხა ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, ბენეფიციარებმა ნუნუ ბერიშვილმა, ნათელა ჟღენტმა, ეთერ ჭყონიამ და ნათელა ბელთაძემ კი საღამო საკუთარი ლექსებით გაალამაზეს. ბოლოს ახალგაზრდებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს და ყველამ ერთად მხიარულად იმღერეს. გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში .

უკან