http://www.awa.org.ge

5 აგვისტოს, ხანდაზმულთა ასოციაციის ოფისს საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში ეწვია. დეპუტატის ამჟამინდელი ვიზიტი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ,, ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ შესახებ ინფორმაციის მიღება და პროექტში ჩართული ბენეფიციარებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა გახლდათ. ფატი ხალვაში ასოციაციის სამომავლო გეგემებსაც გაეცნო და ყველა საინტერესო წამოწყებაში მხარდაჭერას დაგვპირდა, რადგან უმწეო მოხუცების, შშმ პირებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანთა თანადგომა, მისი სადეპუტატო პრიორიტეტიცაა.

უკან