
12 ოქტომბერს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქობულეთიდან, ბატონმა ანზორ თხილაიშვილმა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" 17 ბენეფიციარს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა, ისინი ბათუმის დელფინარიუმის წარმოდგენაზე მიიწვია. ტრანსპორტით მომსახურება და ლანჩიც თავად ანზორ თხილაიშვილმა ითავა . ბენეფიციარებმა აკვარიუმი და ახალი ბულვარიც დაათვალიერეს, საკმაოდ იხალისეს და ერთად კიდევ ერთი ლამაზი დღე გაატარეს.