http://www.awa.org.ge

ქალბატონ ეთერ ჩხაიძეს მარტო ქობულეთი კი არა, მთელი აჭარა კარგად იცნობს, ამიტომაც მას საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება... რვა ათეულს გადაბიჯებული ქალბატონი დღესაც აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაშია ჩართული და როგორც ჟურნალისტი, კვლავაც ახარებს გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ მკითხველს თავისი საოცრად დახვეწილი, საინტერესო და მრავლისმთქმელი წერილებით... ასაკის მიუხედავად, თავისი საოცრად ხალასი აზროვნებით, დახვეწილი მანერითა და მსუბუქი იუმორით, მან სამუდამოდ დაამსხვრია მითი სიბერის შესახებ და თავისეული გასაღები მოარგო ახალგაზრდობის საიდუმლოს. ოჯახიც განსაკუთრებულად ღირსეული და საამაყო გააჩნია, მის თბილ, სიყვარულით სავსე ჭერქვეშ უჩვეულო ჰარმონიაა სხვადასხვა თაობას შორის, შვილებით, შვილიშვილებით დატვირთულ დედასა და ბებიას არც სიბერისთვის და არც დაღლისთვის სცალია, ის ძველებური, ახალგაზრდული შემართებით უძღვება თავის დიდ მონაგარს და საკუთარ მეურნეობაში მოწეული ნატურალური პროდუქტებით არა მარტო ოჯახის წევრებს, სტუმრებსაც კი ხშირად ანებივრებს...

უკან