http://www.awa.org.ge

დღეს აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ბატონ ოთარ გოგოლიშვილის მიწვევით ასოციაცია "ღირსეული სიბერეს" ბენეფიციარები ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ რელიგიის მუზეუმს სტუმრობდნენ. რელიგიის მუზეუმის წარმომადგენელმა მერი მახარაძემ ვიზიტორები რელიგიათა ისტორიაში ამოგზაურა. საგამოფენო დარბაზში ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული, იუდაიზმის და ისლამური რელიგიებისათვის დამახასიათებელი ექსპონატები. ბენეფიციართათვის განსაკუთრებით ემოციური იყო ისტორია კომახიძეების ოჯახის მიერ მუზეუმის დაფუძნებაში და ექსპონატების შეგროვებაში შეტანილ წვლილის შესახებ. ასოციაცია მადლობას უხდის ქობულეთის მუზეუმის დირექტორს ბატომ რეზო ტაკიძეს შესანიშნავი მეგზურობისთვის. აქტივობა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან