http://www.awa.org.ge

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“, მარტოხელა მოხუცებისთვის შეშით მომარაგებისთვის ზრუნვა დაიწყო. ეს ის ღარიბი მოსახლეობაა, რომელთაც ბინაში გაზის შეყვანის და შემდგომ მოხმარებული აირის საფასურის გადახდის საშუალება არ გააჩნია. ასოციაციამ დახმარების თხოვნით სატყეო სააგენტოს მიმართა. სააგენტოს დირექტორი მამია ცივაძე, პირადად ეწვია ასოციაციის ოფისს და იმ ბენეფიციარებს შეხვდა, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბენეფიციარებს აღუთქვა, რომ სააგენტო 10 კუბურ მეტრ საშეშე მასალას გამოყოფს, ხოლო მოსაკრებელს საკუთარი ხარჯით დაფარავს. გამოყოფილი საშეშე მასალის ადრესატამდე მიტანას ასოციაციას მუნიციპალიტეტის გამგეობა შეჰპირდა, იმედია, გამგეობა სიტყვას საქმედ აქცევს და 20-მდე შეჭირვებულ ხანდაზმულს თბილ ზამთარს აჩუქებს.

უკან