http://www.awa.org.ge

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები და თანამშრომლები ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა კლუბ „ცისარტყელას“ მიერ გამართულ საზეიმო შეხვედრას დაესწნენ და პატარებს სადღესასწაულო ტორტი მიართვეს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს და ბავშვთა დღე მიულოცეს ასოციაციის თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ და ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის - გაზეთ „აჭარა P.S.“-ის მთავარმა რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ. ზეიმი მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების მიერ ორგანიზებულ კონცერტზე გაგრძელდა, რომელიც ზღვისპირა პარკში გაიმართა.

უკან