http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერეს“ იაპონელი ჟურნალისტები ეწვივნენ. კომპანია M-Cramp - ის მიერ მიერ შედგენილი გადამღები ჯგუფი იაპონური ტელევიზიების დაკვეთით ქართველ ხანდაზმულებზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. ფილმი ნაჩვენები იქნება იაპონიის ტელევიზიებით ,,ხანდაზმულ ადამიანთა პატივისცემის დღეს“, რომელიც 25 სექტემბერს აღინიშნება. სტუმრები ასოციაციის საქმიანობას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, ესტუმრნენ ასოციაციის დამფუძნებელს ტატიანა სირაძეს. ასოციაცია მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის ტურისტულ სააგენტოს ,,საკურას", განსაკუთრებით კი სააგენტოს დირექტორს თამუნა დოკვაძეს. 

უკან