ხანდაზმულთა რესურს ცენტრის 60-მდე მარტოხელა, უმწეო ბენეფიციარს დღეს კომპანია „ტიანშის“ წარმომადგენლებმა შობა- ახალი წელი საახალწლო ტკბილეულითა და თბილი ტანსაცმლით მიულოცეს.. სტუმრებმა ბენეფიციარებს გულთბილ მილოცვებთან ერთად კეთილი სურვილებიც უძღვნეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჯემალ მეგრელიძემ სტუმრებს პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ (დონორი-ევროკავშირი) ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ესაუბრა. მათ საშუალება მიეცათ ენახათ ვიდეო ფილმი, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას ასახავს. იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოფისში მისვლა ვერ მოახერხეს, ასოციაციის სოციალური მუშაკებმა და მოხალისეებმა საჩუქრები საცხოვრებელ ადგილებზე გადასცეს. ასოციაცია მადლობას უხდის კომპანია ,,ტიანშის“ წარმომადგენლებს გულისხმიერებისათვის და და გაწეული ქველმოქმედებისათვის