http://www.awa.org.ge

16 ივლისს, გაეროს სახლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის "დაბერება საქართველოში" დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებმა ხანდაზმულებმა მიიღეს და თავიანთი ნაშრომებით შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს: რას ნიშნავს დაბერება საქართველოში, რომელია ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილები და რჩევები, რომლებსაც ახალ თაობას გაუზიარებდით. რას შეცვლიდით საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის ჩარჩოში. 
კონკურსში სულ 43 თხზულება შევიდა, მათგან შორის ათი თხზულება ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ბენეფიციარების მიერ იყო დაწერილი. ავტორები დაჯილდოვების ცერემონიალზე სკაიპით ჩაერთნენ. მათ სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ. დაჯილდოვებას ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნანა კალანდაძე ესწრებოდა. თხზულებები სპეციალურ გამოცემაში შემოდგომისთვის დაიბეჭდება და ავტორებსაც გადაეცემათ.


https://www.facebook.com/media/set/?set=a.719753981414801.1073741882.156493394407532&type=1

 

 

 

                                          

უკან