25 ნოემბერს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ოფისში მოსწავლეთა ნახატების კონკურსის ,,არა ტერორიზმს“ დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში ქობულეთის პირველი, მე-2, 3 6 და ჩაქვის 1 საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, პარტნიორი ორგანიზაციის - დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლები ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ტიტე აროშიძე, საჯარო სკოლების პედაგოგები. ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა 16 მოსწავლე, რომლებმაც საუკეთესო ნახატები წარმოადგინეს.
კონკურსი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიის ფარგლებში გაიმართა. კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარი თემაზე: ,,ტერორიზმი და რელიგია“ და გამწვანების აქცია „ჩვენ ვაშენებთ მშვიდობის ხეივანს“
საქმიანობა ხორციელდება ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და ’’ღირსეული სიბერეს’’ ერთობლივი პროექტის - “დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.