ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს კვლევის ჩატარებაზე.
კვლევის მიზნებია:
1. ხანდაზმულთა დასაქმების პერსპექტივების განსაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში;
2. მსხვილი და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების თანამშრომლობის პერსპექტივების შეფასება ხანდაზმულთა მცირეკაპიტალიან ბიზნეს ორგანიზაციებთან ქობულეთის მუნიციპალიტეტში;
3. მსხვილი და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების მიერ წარმოების/მომსახურების ცალკეული კომპონენტების აუთსორსინგზე გატანის პერსპექტივების შეფასება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი.
განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაციას განმცხადებლის (ორგანიზაცია/მკვლევართა ჯგუფი) შესახებ (ორგანიზაციის/მკვლევარის სახელი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ. ფოსტა);
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების ჩამონათვალს და ბმულებს კვლევის ანგარიშებზე;
- კვლევის კონცეფციას - მეთოდოლოგიის დეტალური აღწერას, ვადებს, დეტალურ ბიუჯეტს ლარში, საბოლოო ანგარიშის სტრუქტურას.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება დამატებითი გასაუბრება.
განაცხადები მიიღება 2013 წლის 3 ნოემბრამდე.