დღეს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრს პარტნიორი ორგანიზაციის - მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ონლაინმაუწყებლის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის ახალგაზრდა მონაწილეები ეწვივნენ. სტუმართა შორის იყვნენ კონკურსის მონაწილეები მეზობელი სასომხეთიდან, რომლებიც დიდი ინტერესით გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას. ბენეფიციარმა და სტუმრებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. შეხვედრა თაობათა დიალოგის ფორმატში გაიმართა.