ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ქობულეთის საჯარო სკოლების პედაგოგთა და მოსწავლეთა მხარდაჭერით, პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) ტრადიციულ საახალწლო - საშობაო საქველმოქმედო აქციას ანხორციელებს.
აქციის ფარგლებში წელს ქობულეთის №1 (დირექტორი ნარგიზ რომანაძე),№2 (დირექტორი ნარგიზ ბაღიშვილი), №3 (დირექტორი ნანა მენაბდე), №5 (დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე) და №6 (დირექტორი ნატო შამილიშვილი) საჯარო სკოლები ასოციაციის ბენეფიციარ 130 მარტოხელა, უმწეო მოხუცს დაეხმარნენ. კვების პროდუქტებითა და ტკბილეულით სავსე სასაჩუქრე პაკეტების გაცემა ასოციაციის ოფისიდან სპეციალური სიების მიხედვით მიმდინარეობდა.
ასოციაცია ქველმოქმედებისათვის მადლობას უხდის ქობულეთის საჯარო სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებს და მოსწავლეებს.