http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ "ავერსს“ გულისხმიერებისთვის. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ასოციაციის ხანდაზმულ ბენეფიციარებს პირველადი დახმარების 17 დასახელების მედიკამენტი გადაეცათ. ,,ავერსის“ დახმარება ჩვენთვის ტრადიციად იქცა. ეს უკვე მეექვსე საქველმოქმედო აქციაა, რომელიც ,,ავერსმა“ ასოციაციის ბენეფიციართათვის განახორციელა.
22 დეკემბერს, ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, ასოციაციის ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ავერსის გადმოცემული მედიკამენტების გამოყენებას, ასევე მედიკამენტების ჭარბი მოხმარებას ეხებოდა. შეხვედრას თერაპევტი ციცო დოლიძე უძღვებოდა.

უკან