ასოციაცია მადლობას უხდის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხანდაზმულთა რესურს ცენტრის უმწეო ბენეფიციართა შეშით მომარაგებისთვის. ჩვენს მიერ გადაცემული სიების მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ზამთრის სამყოფი შეშით მომარაგება. ეს ის ბენეფიციარებია, რომელთაც გაზით გათბობისთვის მატერიალური შესაძლებლობა არ ააქვთ.