15 თებერვალს, ქობულეთის მუზეუმში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მონო კონფერენცია ჩატარდა. მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მასში მონაწილეობა ასოციაცია „ღირსეული სიბერე’’-ს ბენეფიციარებმა და თანამშრომლებმა მიიღეს. მუზეუმის სწავლულმა მდივანმა ავთანდილ რომანაძემ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას ვრცელი და შინაარსიანი მიმოხილვა მიუძღვნა და სტუმრებს დარბაზში წარმოდგენილი ფოტომასალა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დედე აღა ნიჟარაძის ღვაწლსა და როლს დაეთმო, რომლის დაბადებიდან 180 წლის იუბილეს მომავალ წელს საზეიმოდ აღნიშნავენ. კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში იმ ისტორიული მოვლენების არაერთი ეპიზოდი გაიხსენეს და ქვეყნის მომავლისათვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დასასრულს- ბენეფიციარებმა მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერეს.