გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში 2 დეკემბერს ხანდაზმულთა რესურს ცენტრში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მზია გოგიტიძე, მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის იურისტი მაია ბერიძე, სოციალური სამსახურის სოციალური მუშაკი ნინო მამინაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი სულხან აბულაძე, ფსიქოლოგი ნატა დარბაიძე, ხანდაზმულთა რესურს ცენტრის თანამშრომლები და ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ძალადობის ფაქტების შესწავლი შემდეგ 112 მეშვეობით გამოძახებული იქნა პატრულისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. გადაწყდა, რომ ბენეფიციარებს პრობლემების გადაჭრაში ძალოვან სტრუქტურებთან ერთად სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც დაეხმარებიან, უფასო ადვოკატირებას გაუწევს ცენტრის იურისტი მარიანა ჟღენტი.