http://www.awa.org.ge

28 იანვარს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა ოჯახში ძალადობის თემაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბენეფიციარები, დეტექტივ-გამომძიებელი გიგა კახიძე, ჟურნალისტი ნუგზარ ჟორდანია, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ქეთი გუჯაბიძე და თამარ ქართველიშვილი, საქართველოს ადამიანთა, პატიმართა და სოციალურად დაუცველ პირთა უფლებების დაცვის საზოგადოების წევრი თამარ მელაძე. 
მრგვალ მაგიდაზე განხილული იყო რამდენიმე შემთხვევა: რძალი სახლში არ უშვებს მოხუც დედამთილს, ასევე აიძულებს მას წინასწარ რამოდენიმე თვის პენსიის გამოტანას. შეხვედრაზე მოისმინეს მათი დავის მიზეზები. მხარეები შეთანხმდნენ , რომ ასოციაციის იურისტი დაეხმარება მათ ბინის თანასაკუთრებაში გაფორმებაზე, რის შემდეგაც გაიყიდება საცხოვრებელი ბინა და თანხა გაიყოფა მათი წილის შესაბამისად. 
შეხვედრაზე განხილეული იყო ოჯახში ძალადობის სხვა შემთხვევებიც.
მრგვალი მაგიდა დაგეგმა და მოამზადა ხანდაზმულთა რესურს ცენტრის იურისტმა მარიანა ჟღენტმა.

უკან