http://www.awa.org.ge

30 აპრილს, პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი-ევროკავშირი) ,, მრგვალი მაგიდის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პროექტის ბენეფიციართა სხვადასხვა პრობლემები განიხილებოდა. საკითხები ეხებოდა წლების მანძილზე მოუგვარებელ სოციალურ და კომუნალურ პრობლემებს. 
სხდომას ბენეფიციარებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ქობულეთის სოციალური სამსახურის იურისტი ლაშა მამულაძე, ამავე სამსახურის უფლებამოსილი პირი ეკა თავდუმაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გიული ხიმშიაშვილი. თითოეული ბენეფიციარის პრობლემის ირგვლივ იყო საქმიანი მსჯელობა, სადაც მათი მოგვარების კონკრეტული გზები და საშუალებები გამოიკვეთა. რამოდენიმე პრობლემა კი ადგილზევე გადაწყდა. 
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა ასოციაციის იურისტთან (მარიანა ჟღენტი) და აქტივთან ერთად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც პრობლემების რეალურად მოგვარებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად ისიც ითქვა, რომ თუ საერთო ძალისხმევით შეუდგებიან ბენეფიციარების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას, მათი უმრავლესობა დადებითად გადაიჭრება.

უკან