26 თებერვალს, პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი-ევროკავშირი) ,, მრგვალი მაგიდის“ ფორმატში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პროექტის ბენეფიციართა სხვადასხვა პრობლემები განიხილებოდა . საკითხები ეხებოდა საკუთრების უფლების ხელყოფას, რაც გამოიხატებოდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისა და სარგებლობის შეზღუდვასა და საზღვრების დადგენაში. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლებს გააჩნდათ რეგისტრაციის დოკუმენტები ისინი მაინც ვერ ახერხებენ უძრავი ქონების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევასა და მათი მიზნებისთვის გამოყენებას.
სხდომაზე მოწვეულმა შპს ,, ტოპ სერვისის“ კომპეტენტურმა სპეციალისტებმა - ზაზა რომანაძემ და გენადი ქარცივაძემ ბენეფიციარების კითხვებს უპასუხეს და მათი შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.