ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში 19 დეკემბერს მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იქნა ორგანიზაციის ბენეფიციართა მიერ შემოტანილი განცხადებები, რომელიც ეხებოდა სოციალურად დაუცველთა მოწმობების გაუქმებას და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.
სხდომაზე მოწვეულმა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გია მურვანიძემ და ლაშა მამულაძემ ბენეფიციარების კითხვებს უპასუხეს და მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
