მუზეუმების საერთაშორისო დღე ასოციაცია ,,ღირსეული სიბერეს“ ბენეფიციართა 18 წევრიანმა ჯგუფმა ქობულეთის მუზეუმში, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. მუზეუმის დირექტორმა ბატონმა რეზო ტაკიძემ ამ დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ ღია კარის დღეებზე ასოციაციის წამომადგენლებიც მიიწვია. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი იყო ქობულეთელი მხატვრების ვაჟა ვერულიძისა და ზაზა ცენტერაძის ნამუშევრების გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს მეგზურობას უწევდა და მხატვრების შემოქმედებას აცნობდა ბათუმელი ფერმწერი ფრიდონ იჯარეთელი. დამთვალიერებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთში მცხოვრები ცნობილი ფოტოხელოვანის ბენიანიმ კივრაკის ფოტოგამოფენის დათვალიერებამ, სადაც ჩვენი ეთნოგრაფიული და ხუროთმოძღვრული ნიმუშების კოლექცია იყო წარმოდგენილი.
აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პარტნორები გურიის აგრობიზნეს ცენტრი და დემოკრატიის ინსტიტუტი.