http://www.awa.org.ge

პედაგოგი, მრავალშვილიანი დედა, ახლახან აღნიშნა 80 წლის იუბილე, ცხოვრების საუკეთესო წლები სკოლაში გაატარა, ემსახურებოდა საყვარელ საქმეს და თავისი სოფლის ახალგაზრდობას. შრომა დაუფასდა... არის აჭარის დამსახურებული პედაგოგი, თუმცა თვლის, რომ მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო აღზრდილი მოსწავლეების სიყვარულია, ამით იგი ყოველთვის ამაყობს... როგორც ქალბატონი ნარგიზი ამბობს, მისგან ხელდასხმული მრავალი თაობა თავისი დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ქალბატონმა ნარგიზმა სამშობლოს შვიდი შვილი აღუზარდა, არის თვრამეტი შვილიშვილის ბებია და ცამეტი შვილთაშვილის დიდი ბებია, ამ მონაგართან ერთად ის ყოველთვის 45 წლის განმავლობაში სკოლაში შეძენილ შვილებსაც ითვლის.

უკან