დღეს მთელი მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის იდეა იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე 1999 წელს მიიღეს. იუნესკოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პოეზიას შეუძლია თანამედროვე ადამიანის ნუგეში, რომ ის შეიძლება ყველაზე ღრმა სულიერი და მწვავე ტკივილის პასუხი გახდეს.
ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციულად ხანდაზმულ პოეზიის მოყვარულებს კლუბ ,,სიჭაბუკის“ ახალგაზრდა პოეტები სტუმრობდნენ. ახალგაზრდებმა და ხანდაზმულებმა საკუთარი თუ ცნობილი პოეტების ლექსები წაიკითხეს. შეხვედრის კულმინაცია ჭაბუკი პოეტის ენრი ვერულიძის ლიტერატურული კომპოზიცია გახლდათ.
შეხვედრაზე ხანდაზმულთა ანსამბლის ,,საპოვნელა-ს“ წევრებმა ცნობილი პოეტების შედევრებზე შექმნილი სიმღერებიც შეასრულეს.
ასოციაცია მადლობას უხდის კლუბის ხელმძღვანელს ნინო მეგრელიძეს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.