მედია ჯგუფ ,,აჭარა PS” - ის ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომის ჰარმონია“ - წელს მესამედ ჩატარდა. პროექტის პროგრამაში ტრადიციად იქცა შეხვედრა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ - ბენეფიციარ პოეტებთან. პროექტის ოგანიზატორებმა ტრადიციას არც წელს უღალატეს და ,,თაობათა დიალოგის“ - ფარგლებში გადაცემის მონაწილე სომეხი სტუმრები ასოციაციის ოფისს ასტუმრეს. ხანდაზმულმა პოეტებმა სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხეს, ხოლო ,,ღირსეული სიბერის“ - ხელმძღვანელმა ასოციაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.