დღეს ხანდაზმულთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, ორგანიზაციის ბენეფიციარ ნუნუ ბერიშვილს დაბადებიდან 75 წლის იუბილე აღუნიშნეს. ქალბატონი ნუნუ პროფესიით პედაგოგია, არაერთი თაობის აღმზრდელი, იგი შესანიშნავი ლექსების ავტორიცაა და მისი საიუბილეო საღამოც შემოქმედი ქალბატონის პოეზიის საღამოდ იქცა. იუბილარს თანამოქალაქეები, მეგობრები და თანამოქალაქეები მიესალმნენ. ასოციაციამ დაბადების დღე მიულოცა ასევე ორგანიზაციის აქტიურ ბენეფიციარს ჟუჟუნა გაბაიძეს.