http://www.awa.org.ge

13 ნოემბერს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში, ცენტრის ბენეფიციარებსა და ქალაქის ახალგაზრდობას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ - საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, იულია ბაჯელიძე შეხვდა და შეკრებილებს ტოლერანტობის თემაზე ესაუბრა.
პრეზენტატორმა წარმოადგინა პრეზენტაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოეპყროს ადამიანი სხვა რელიგიის, შეხედულებებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რატომ უნდა იყოს საზოგადოება შემწყნარებელი უმცირესობების მიმართ. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზეც ახალგაზრდებმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა სტერეოტიპების ირგვლივ საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.
საინფორმაციო შეხვედრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 15 ნოემბერს აღინიშნება.

უკან