11 იანვარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხანდაზმულთა ასოციაციის ბენეფიციარები ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სპექტაკლზე ,,ქვრივთა ნუგეშისმცემელი’’ მიიწვია. გამგეობამ ასევე უზრუნველყო ბენეფიციარების ტრანსპორტით მომსახურეობა.
ასოციაცია მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და პირადად ამ ინიციატივის ავტორს, გამგებელს ბატონ გიორგი რომანაძეს საუკეთესო საახალწლო საჩუქრისთვის.
სპექტაკლი იტალიელი დრამატურგის ჯუზეპე მაროტას სატირული კომედიის მიხედვით დაიდგა (რეჟისორი კოტე აბაშიძე). სცენარის მიხედვით ორი მეგობარი ქვრივ ქალბატონთა ნუგეშისმცემელ საკონსულტაციო ცენტრს გახსნის და ქალბატონებს პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან.