ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარი ხანდაზმულებისთვის, როგორც საზოგადოების აქტიური და განუყოფელი წევრებისათვის, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან ერთად საახალწლო-საზეიმო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში ასოციაციის ბენეფიციარებთან და თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდენენ: ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაში, აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ თხილაიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები, მოხალისეები და საზოგადოების წარმომადგენლები.
საღამო გადაიღო ტელეკომპანია „ტვ12“-ის გადამღებმა ჯგუფმა, რომელსაც მაყურებელი 31 დეკემბერს იხილავს.
საახალწლო საღამოზე საკონცერტო პროგრამა ქობულეთის მუსიკალური ოჯახების მონაწილეობით კულტურის ცენტრმა წარმოადგინა.
აქცია მომზადებულია პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ფარგლებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი