14 ივლისს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავჯდომარემ გელა კვაშილავამ ორი ინოვაციური პროექტის - ,,სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ და ,,მეგობრული გზების“ პრეზენტაცია ჩაატარა. პროექტების მიზანია მოსახლეობის ყურადღების მიპყრობა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედება, საწვავის დაზოგვა, ველო ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოება და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის ბენეფიციარები, მოხალისეები და შ.პ.ს. ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ავტო ფარეხის გამგე მიხეილ პაპუნაიშვილი. მათ საშუალება ჰქონდათ დაესვათ და პასუხი მიეღოთ საინტერესო კითხვებზე, ემსჯელათ და დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები. ქობულეთში მოხალისეებმა საინფორმაციო მასალები გაავრცელეს, დამონტაჟდა ჰაერის ხარისხის გამზომი სენსორები.