http://www.awa.org.ge

დღეს ასოციაციას პოეტი და საზოგადო მოღვაწე ოთარ ურუშაძე სტუმრობდა. ბატონი ოთარი არის საქართველოს შრომის და ვეტერანთა კავშირის ,,ქომაგის“ თავმჯდომარე, გაზეთ ,,ძველი თაობის“ რედაქტორი, თბილისის კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარე, ასევე ფაზისის, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოცემული აქვს პოეზიის ათეულობით კრებული, პროზაული ნაწარმოებები. მისი წიგნები თარგმნილია და გამოქვეყნებულია საფრანგეთში, კანადაში, რუსეთში და გერმანიაში. 
საღამოზე ბატონმა ოთარმა ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარებს ესაუბრა მისი პროზაული ნაწარმოებების შესახებ: ,,9 მარტი“, ,,გიორგი გოთუა“, ,,ბახუსის ვნებანი“. შეკრებილ საზოგადოებას წაუკითხა ლექსები კრებულიდან:,,სიყვარული გადაგვარჩენს“. 
საღამოს ესწრებოდნენ ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალი დემოკრატების“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანზორ სოლომონიძე, მისი მოადგილე ზურაბ ჩელებაძე და სტუმრები თბილისიდან.
დასასრულს ხანდაზმულებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. საღამომ გულთბილ და შინაარსიან ვითარებაში ჩაიარა.

უკან