დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ინიციატივით და ქობულეთის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილობით, რომლებიც ასოციაციის მოხალისეები არიან, საინფორმაციო აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩებში დარიგდა საინფორმაციო ფლაერები ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზის ნომრებით 2 309 903 და მოწოდებით ,, თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან იცით ამგვარი ფაქტების შესახებ, დარეკეთ 24 საათის განმავლობაში. ზარი უფასო და ანონიმურია“ აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.