http://www.awa.org.ge

24 ოქტომბერს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის თემები ხანდაზმულთათვის აქტუალური სამედიცინო სადაზღვაო პაკეტებით სარგებლობის პირობები, საპენსიო კრედიტების აღება და ანაბრების გახსნა გახლდათ.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი ირინა დოლიძე, უბნის ექიმი ციცო დოლიძე და ,,ლიბერთი ბანკის“ ქობულეთის ფილიალის საოპერაციო განყოფილების უფროსი მანანა ბერიძე, რომლებმაც დეტალურად გააცნეს ბენეფიციარებს მათი მომსახურების პირობები, სიახლეები და უპასუხეს ბენეფიციარების შეკითხვებს.

უკან