26 სექტემბერს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა ხანდაზმულთათვის აქტუალური საპენსიო კრედიტების აღება და ანაბრების გახსნა გახლდათ.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ პრივატ ბანკის ქობულეთის ფილიალის მმართველი მზია რომანაძე და პრივატ ბანკის ქობულეთის ფილიალის მმართველის მოადგილე ლანდა ნარსია. რომლებმაც დეტალურად გააცნეს ბენეფიციარებს როგორია კრედიტებთან დაკავშირებით საბანკო მომსახურების გაწევის წესები, საბანკო კრედიტის ფასი და საპენსიო სესხთან დაკავშირებული სხვა ნიუანსები.